Thumbnail

ბრიტნი სპირსს მამა 25 წლის შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ბრიტნი სპირსი და მისი პერსონალური მწვრთნელი, სემ ასგარი სამი წელია, ერთმანეთს ხვდებიან. გამოცემა Radar Online-ის ინფორმაციით, წყვილს დაქორწინება სურს, თუმცა, მომღერალს ამის საშუალებას მამა არ აძლევს.

► ბრიტნი სპირსის სიმღერები ბროდვეის ახალ მიუზიკლში გაჟღერდება

► ნახეთ: Britney Spears-ის ჰიტი Toxic გუნდის შესრულებით

ნახეთ: ძაღლი რაილი ბრიტნი სპირსის სიმღერას Toxic ასრულებს

"ბრიტნის სემიზე დაქორწინება და მისგან შვილის გაჩენა სურს, თუმცა, მამამისი სასტიკ უარზეა", - განუცხადა Radar Online-ს წყარომ.

როგორც გამოცემა წერს, ჯეიმი სპირსი ფიქრობს, რომ 200-მილიონიანი ქონების მქონე ბრიტნისთან დაკავშირებით 25 წლის ასგარის ბოროტი ზრახვები აქვს.

ცნობისთვის, 2007 წელს, როდესაც მომღერალი ფსიქიკური აშლილობის გამო სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, მისი ფინანსების განკარგვის უფლება სასამართლომ მამამისს გადასცა. ამიტომაც, მუსიკოსს დაქორწინებისთვის მშობლის თანხმობა ესაჭიროება. 

პოპვარსკვლავი პირველად 2004 წელს ბავშვობის მეგობარს, ჯეიმს ალექსანდერს გაჰყვა ცოლად, თუმცა, მათი თანაცხოვრება მხოლოდ 55 საათს გაგრძელდა. იმავე წელს მუსიკოსმა მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. წყვილის ურთიერთობა 2007 წელს განქორწინებით დასრულდა. 

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული