Thumbnail

მოუსმინეთ: Rich The Kid ახალ ალბომს The World Is Yours 2 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ახალი ალბომი The World Is Yours 2 გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი, რომელიც 16 კომპოზიციას აერთიანებს, ცნობილ ლეიბლზე Interscope Records გამოიცა. ჩანაწერზე მუშაობისას ატლანტელმა რეპერმა ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Big Sean, A Boogie Wit Da Hoodie, Gunna, Jay Critch, Lil Pump, Miguel, NAV, Offset, Takeoff, Ty Dolla Sign, YoungBoy Never Broke Again, Young Thug და სხვა.

► Rich The Kid: მე ყველაზე პოპულარული ნიუ იორკელი რეპერი ვარ 

► ნახეთ: Rich The Kid-მა ორკესტრთან ერთად სამი კომპოზიცია შეასრულა 

► მოუსმინეთ: Rich The Kid - 4 Phones 

Rich The Kid-მა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული