Thumbnail

ნახეთ: Gin Blossoms-მა Radiohead-ის სიმღერის Fake Plastic Trees ქავერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Gin Blossoms ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Radiohead-ის კომპოზიციის Fake Plastic Trees ქავერ ვერსია გაავრცელა. მუსიკოსებმა სიმღერა რადიოკომპანია SiriusXM-ის გადაცემაში Lithium Live შეასრულეს.

Gin Blossoms არიზონას შტატის ქალაქ ტემპეში 1987 წელს შეიქმნა. 1989 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Dusted გამოსცა. მუსიკოსებს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გავრცელებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული