Thumbnail

Rich The Kid: ყველაზე პოპულარული ნიუ იორკელი რეპერი მე ვარ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, დიმიტრი ლესლი როჯერი, ფსევდონიმით Rich The Kid, თავს ყველაზე პოპულარულ ნიუ იორკელ რეპერად მოიაზრებს. ეს ამბიციური განცხადება მუსიკოსმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაავრცელა.

► Kodak Black: მე 2Pac-ის, Nas-ისა და Notorious B.I.G.-ის გვერდით უნდა დამაყენოთ 

► Tory Lanez: დღესდღეობით საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი მე ვარ 

► Lil Pump: ყველა დროის საუკეთესო ლირიცისტი მე ვარ

"ყველაზე პოპულარული ნიუ იორკელი რეპერი მე ვარ. დამისახელეთ არტისტი, რომელიც ჩემზე მეტ კონცერტს მართავს. ან მითხარით შემსრულებელი, რომელსაც ჩემზე მეტი პლატინის სტატუსის მქონე ნამუშევრები აქვს", - დაწერა რეპერმა.

Rich The Kid-მა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული