Thumbnail

ფოტოგალერეა: ჯენიფერ ლოპესმა საქმროსთან ერთად სათვალეების კოლექცია გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა და მისმა საქმრომ, ბეისბოლის ყოფილმა ვარსკვლავმა, ალექს როდრიგესმა ცნობილ ავსტრალიურ ბრენდთან, Quay-სთან თანამშრომლობით სათვალეების კოლექცია გამოუშვეს. თითოეული აქსესუარის ღირებულება 60 აშშ დოლარია. 

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებე

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ნიშნობის ფოტოებს ავრცელებს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ფილმისთვის სტრიპტიზის ცეკვას სწავლობს

წყვილმა სათვალეების პრომოუშენის ფარგლებში მოწყობილ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ჯეილო და ალექსი ცოტა ხნის წინ დაინიშნენ. როდრიგესმა სუპერვარსკვლავს ხელი ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობისას სთხოვა. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაინიშნენ

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული