Thumbnail

ნახეთ: ScHoolboy Q კომპოზიციებს Numb Numb Juice და Chopstix ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ქუინსი ჰენლი, ფსევდონიმით ScHoolboy Q, მომავალი ალბომის პრომოუშენს აქტიურად განაგრძობს. კალიფორნიელი რეპერი ჯიმი ფელონის ცნობილ გადაცემას ესტუმრა. მუსიკოსმა შოუში კომპოზიცია Numb Numb Juice და აქამდე გამოუცემელი ჩანაწერი Chopstix შეასრულა. ამ უკანასკნელში კი სქულბოის პოპულარული ჰიუსტონელი კოლეგა, ტრევის სკოტი მონაწილეობს. 

► ნახეთ: ScHoolboy Q კლიპს Numb Numb Juice ავრცელებს 

► მოუსმინეთ: 21 Savage - Good Day Ft. ScHoolboy Q & Project Pat 

► მოუსმინეთ: The Alchemist - Fork In The Pot Ft. Conway, Westside Gun & Schoolboy Q

სქულბოი ქიუმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპით ScHoolboy Turned Hustla დაიწყო. 2011 წელს კი მსმენელებს სადებიუტო ალბომი Setbacks შესთავაზა, რომელიც ლეიბლზე Top Dawg Entertainment გამოიცა.

ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ქრიფსის" წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ალბომით Oxymoron გაიცნო. ნამუშევარი, რომელსაც დისტრიბუცია და პრომოუშენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლეიბლმა Interscope გაუწია, ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში რეპერის დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Blank Face ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული