Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონის კონცერტზე 7 წლის გოგონამ I Surrender შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, სელიონ დიონმა ლას ვეგასში კონცერტი გამართა. შოუს მიმდინარეობისას მან 7 წლის თაყვანისმცემელი, ანჯალი სინი სცენასთან მოიხმო. გოგონამ ათასობით მსმენელის წინაშე მუსიკოსის ჰიტი I Surrender იმღერა. 

► Celine Dion-ის შესახებ ფილმს გადაიღებენ

► Celine Dion: ჩემი სიგამხდრე თუ არ მოგწონთ, ნუ შემომხედავთ

► ნახეთ: Celine Dion-ს სატანიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

სელინმა ანჯალის მადლობა გადაუხადა, თავად კი ალიშა ქისის კომპოზიციის Girl On Fire ნაწყვეტი შეასრულა. 

"ოცნება ამიხდა - ჩემს კერპს ვუმღერე, ვაკოცე და ჩავეხუტე. სელინ, მადლობა ამ ყველაფრისთვის", - აღნიშნა გოგონამ მოგვიანებით.

კომპოზიცია I Surrender დიონის ალბომში A New Day Has Come შედის, რომელიც გაყიდვაში 2002 წელს ჩაეშვა. სტუდიურმა ჩანაწერმა ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული