ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ჯენიფერ ლოპესთან ერთად ფილმში Hustlers მიიღებს მონაწილეობას. კინოსურათში მუსიკოსები მსახიობ კონსტანს ვუსთან ერთად სტრიპტიზის მოცეკვავეებს განასახიერებენ. აღსანიშნავია, რომ ეს რეპერის სადებიუტო როლი იქნება.
► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ფილმისთვის სტრიპტიზის ცეკვას სწავლობს
► ნახეთ: Cardi B და Offset აუზში კომპოზიციას Clout ასრულებენ
ფილმი სტრიპტიზის მოცეკვავეებისა და უოლ-სტრიტელი ბიზნესმენების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. სურათი გამოცემა New York Magazine-ის სტატიას The Hustlers at Scores ეფუძნება. ნამუშევრის რეჟისორი ლოურენ სკაფარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქარდი წარსულში ნიუ იორკის ერთ-ერთ ბარში სწორედ სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა.
ცნობისთვის, ჯეილომ და ქარდიმ 2018 წელს DJ Khaled-თან ერთად კომპოზიციაზე Dinero ითანამშრომლეს.
კომენტარები