Thumbnail

ნახეთ: Tbilisi Open Air-ის სრული ლაინაფი

21, 22 და 23 ივნისს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air ტრადიციულად Lisi Wonderland უმასპინძლებს. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 70-მდე არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. ცნობილია, რომ ფესტივალი ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ კამპანიას დაიწყებს სახელწოდებით "თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი".

ნახეთ სრული ლაინაფი:

Main Stage

21 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე ღონისძიების ჰედლაინერი, ცნობილი შოტლანდიური როკ ბენდი Franz Ferdinand დაუკრავს. მსმენელთა წინაშე ასევე ქართული ჯგუფები - MokuMoku და LOUDspeakers წარდგებიან.

22 ივნისს ბრიტანული კოლექტივის UNKLE, კანადური არენბი პროექტის Rhye და ქართული ჯგუფის, "მწვანე ოთახის" მოსმენას შეძლებთ.

23 ივნისს კი ფესტივალის სტუმრების განწყობაზე შოტლანდიური პოსტ როკ ბენდი Mogwai, ინგლისური ჯგუფი The Subways, კანადელი მუსიკოსი Michelle Gurevich (Chinawoman) და ქართველი არტისტი Salio იზრუნებენ.

Eye Stage

21 ივნისს ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაზე გერმანელი არტისტი Tobias. და ბრიტანელი Edit Select წარდგებიან. 22 ივნისის ჰედლაინერი გერმანელი პროდიუსერი David August იქნება. 23 ივნისს კი რუსი ტექნო დიჯეი Andrey Pushkarev და ჰოლანდიელი Dekay დაუკრავენ.

Garden Stage

21 ივნისს ფსაიტრანს სცენის ჰედლაინერი ესპანური ელექტრონული ჯგუფი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს ისრაელელი არტისტი Pixel, ხოლო 23 ივნისს პროდიუსერი Freedom Fighters.

Singer Stage

ეს სცენა დღის განმავლობაში აკუსტიკურ პროექტებს დაეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს.

21 ივნისს Singer Stage-ზე ქართველი პიანისტის, დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებთ. 22 ივნისს ზურა რამიშვილის კვარტეტი დაუკრავს. 23 ივნისს კი მსმენელთა წინაშე რეზო კიკნაძის სექსტეტი წარდგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული