Thumbnail

ნახეთ: ჯორჯ მაიკლის არტ-კოლექცია 11,3 მილიონად გაიყიდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კრისტის აუქციონზე ლეგენდარული პოპვარსკვლავის, ჯორჯ მაიკლის არტ-კოლექცია გაიყიდა. ნამუშევრების საერთო ღირებულებამ 11,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რომელიც ქველმოქმედებას მოხმარდება.

კოლექციიდან, რომელიც 200-ზე მეტ ექსპონატს მოიცავდა, ყველაზე ძვირად, 911,250 გირვანქა სტერლინგად თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტის, დემიენ ჰერსტის ნამუშევარი The Incomplete Truth გაიყიდა.

Damien Hirst, The Incomplete Truth - £911,250

Damien Hirst, Saint Sebastian, Exquisite Pain - £875,250

Cecily Brown, Untitled - £791,250

Bridget Riley, Songbird - £791,250

Tracey Emin, Hurricane - £431,250

Antony Gormley, Another Time III - £431,250

Damien Hirst, Saint Bartholomew - £250,000

Harland Miller, Incurable Romantic Seeks Dirty Filthy Whore - £237,500

Jim Lambie, Careless Whisper - £175,000

Tracey Emin, I KNOW I KNOW I KNOW - £150,000

ჯორჯ მაიკლმა მუსიკალური შემოქმედება 1981 წელს პოპ დუეტში Wham! დაიწყო. ჯგუფმა 1981-1985 წლებში 4 ალბომი გაავრცელა, შემდეგ კი დაიშალა. 1987 წელს ბრიტანელმა არტისტსმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Faith გამოსცა. 2 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა კარიერის მანძილზე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული