Thumbnail

ნახეთ: ბრი ლარსონმა და სამუელ ელ ჯექსონმა არიანა გრანდესა და No Doubt-ის ჰიტები იმღერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული მსახიობები ბრი ლარსონი და სამუელ ელ ჯექსონი გადაცემას Carpool Karaoke სტუმრობდნენ. შოუში მათ ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს ჰიტი 7 Rings და ჯგუფ No Doubt-ის Just A Girl შეასრულეს. 

► სამუელ ელ ჯექსონმა და ბრი ლარსონმა ლედი გაგა და ბრედლი კუპერი განასახიერეს

კომპოზიცია 7 Rings არიანას რიგით მეხუთე ალბომში Thank U, Next შედის, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წელს ჩაეშვა. სტუდიურმა ჩანაწერმა და სიმღერამ ბილბორდის ჩარტის ლიდერობა მოიპოვეს.

Just A Girl კი ჯგუფმა No Doubt ოცდაოთხი წლის წინ გამოუშვა. ტრეკი კოლექტივის ალბომში Tragic Kingdom შედის, რომელიც გაყიდვაში 1995 წელს ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული