Thumbnail

სემ სმიტი: არც ქალი ვარ და არც მამაკაცი, სადღაც მათ შორის ვარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა ვარსკვლავმა, სემ სმიტმა მსახიობ ჯამილა ჯამილის ინსტაგრამ შოუში I Weigh Interviews გაამხილა, რომ ის არაბინარული ადამიანია და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არცერთ გენდერთან არ ახდენს.

► ნახეთ: Sam Smith-მა და Normani-მ სიმღერაზე Dancing With A Stranger კლიპი გადაიღეს

"როდესაც არაბინარული და გენდერქვიარი ადამიანების შესახებ ინფორმაციას გავეცანი, მაშინვე ვთქვი, "ჯანდაბა, ეს ხომ მე ვარ". ხშირად ვფიქრობ, მინდა თუ არა სქესის შეცვლა. თუმცა, ვხვდები, რომ ეს ის არაა, რაც მსურს. ჩემი სხეული და გონება მუდმივად ბრძოლაში იყვნენ ერთმანეთთან. 12 წლის ვიყავი, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ ჩემში ქალური ჰორმონი, ესტროგენი ჭარბობდა და ნელ-ნელა მკერდი მეზრდებოდა. სწორედ ამიტომ ლიპოსაქცია გავიკეთე. მე არ ვარ არც კაცი და არც ქალი, სადღაც მათ შორის ვარ. არაბინარული ნიშნავს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არცერთ გენდერთან არ ახდენ. ინდივიდუალური ქმნილება ხარ", - აღნიშნა სმიტმა.

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული