Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთის პერფორმანსისას DMX სიტყვით გამოვიდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ჩიკაგოელი მუსიკოსის, ქანიე ვესთის პროექტის, Sunday Service-ის მორიგი ეპიზოდი გავრცელდა, რომელშიც ლეგენდარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ერლ სიმონსი, ფსევდონიმით DMX მონაწილეობს. ციხიდან ახლახან გათავისუფლებულმა შემსრულებელმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე ქრისტიანობასა და ღმერთის შესახებ ისაუბრა. 

► ნახეთ: ქანიე ვესთის პროექტის Sunday Service მორიგი ეპიზოდი გავრცელდა 

► ნახეთ: ციხიდან გათავისუფლების შემდეგ DMX-მა პირველი ლაივი გამართა

"მე ღმერთის საყვარელი შვილი ვარ," - განაცხადა რეპერმა.

 

აღსანიშნავია, რომ რელიგიურ თემატიკას DMX-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რეპერისა და ღმერთის დიალოგს სიმონსის არაერთი კომპოზიციის ტექსტში ვხვდებით. არტისტს ასევე ტრეკებისა და სკიტების სერია The Prayer აქვს გავრცელებული, რომელშიც ის ლოცვებს კითხულობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული