Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Soundwave: ნიკა კოჩაროვის კონცერტი

28 მარტი (ხუთშაბათი)

28 მარტს "თეატრი ათონელზე" პროექტ Soundwave-ის მორიგ სესიას უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე სოლო პროექტით ქართული ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენელი, ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის ვოკალისტი ნიკა კოჩაროვი წარდგება.

4. Mtkvarze: Kim Ann Foxman | Andy Hart | Bero | Bekuchi | Ika

29 მარტი (პარასკევი)

29 მარტს Red Bull Music-ის ორგანიზებით კლუბი "მტკვარზე" ამერიკელ არტისტს, Kim Ann Foxman-ს და ავსტრალიელ პროდიუსერსა და დიჯეის, Andy Hart-ს მასპინძლობს. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე ადგილობრივი სცენის წარმომადგენელი Bero წარდგება. კლუბის პატარა ოთახში კი Bekuchi და Ika დაუკრავენ.

3. საფესტივალო სერია Decoder "სფეისჰოლში"

29 მარტი (პარასკევი)

29 მარტს "სფეისჰოლი" საფესტივალო სერია Decoder-ის მორიგ ივენთს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელის წინაშე ბერლინში მოღვაწე კორეელი მუსიკოსი Peggy Gou წარდგება. მასთან ერთად ქართველი არტისტები Ninasupsa და Cosmic Love Rotation დაუკრავენ.

2. ფესტივალი Double Breath ბარ "კრეატორში"

29-30 მარტი (პარასკევი / შაბათი) 

29 და 30 მარტს ბარ "კრეატორში" ფესტივალი Double Breath გაიმართება. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მსმენელთა წინაშე ქართული ჯგუფები Scratch The Floor, Lady Heroine, I Killed The Devil, ასევე მუსიკოსები რობი კუხიანიძე, ბაჩო ჯიქიძე და შოთა ადამაშვილი წარდგებიან.

1. KiKi-ს ერთი წლის იუბილე "ხიდზე"

30 მარტი (შაბათი)

30 მარტს კლუბში "ხიდი" ქვიარ ღამეების სერია KiKi-ის ერთი წლის იუბილე აღინიშნება. მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე ROMANVulkanski და იოჰან აქსანდერი ტექნო პროექტით AKKE წარდგებიან. G2-ში კი Mzesumzira-ს შოუქეისი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას RATI და Audio Space მიიღებენ. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული