Thumbnail

Louis Vuitton-მა კოლექციიდან მაიკლ ჯექსონის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილმა ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო. კომპანიის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება დოკუმენტური ფილმის, Leaving Neverland-ის გამოსვლის შემდეგ მიიღეს, რომელშიც მუსიკოსს პედოფილიაში ადანაშაულებენ.

► ლონდონის ავტობუსებიდან მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერ ბანერებს ჩამოხსნიან

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

► ჯექსონის სიმღერები ეთერიდან კანადურმა და ახალზელანდიურმა რადიოებმაც ამოიღეს

"მაიკლმა არტისტებსა და დიზაინერებზე დიდი გავლენა იქონია. ჩემი ნამუშევრები ჯექსონით, პოპკულტურისთვის მნიშვნელოვანი ფიგურით იყო შთაგონებული. მაგრამ ბავშვებზე ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ვირჯილ აბლომ.

"ლუი ვიტონმა" ჯექსონით შთაგონებული კოლექცია შარშან პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. სამოსი გაყიდვაში წელს, ივნისში უნდა ჩაშვებულიყო. 

ფილმი Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ არტისტმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► 1993-2019: მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ისტორია 

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს 

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული