Thumbnail

ნახეთ: The Jacksons-ის წევრებმა ძმის, მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად კონცერტი გამართეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის ძმების ჯგუფმა The Jacksons მაიკლის პატივსაცემად ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში კონცერტი გამართა. ჯერმეინმა, ჯეკიმ, ტიტომ და მარლონმა ღონისძიებაზე, სხვა სიმღერებთან ერთად, I Want You Back, ABC, The Love You Save და Dancing Machine შეასრულეს. ამ კომპოზიციებში მაიკლი წამყვანი ვოკალისტის როლს ირგებდა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► 1993-2019: მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ისტორია 

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს 

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი ამოიღეს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში კი მის პატივსაცემად გახსნილ ვარსკვლავს პოლიცია გაძლიერებულად იცავს

The Jackson 5 ინდიანაში 1964 წელს ჩამოყალიბდა. 1969 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Diana Ross Presents The Jackson 5 გამოსცეს. მაიკლი კოლექტივში 1984 წლამდე მოღვაწეობდა. 1989 წელს ბენდი დაიშალა. არტისტებს სულ 10 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გავრცელებული. 2012 წელს მუსიკოსებმა შემოქმედებითი მოღვაწეობა The Jacksons-ის სახელით გააგრძელეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული