Thumbnail

მაიკლ ჯექსონის შვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმკვლელობა სცადა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შვილი, 20 წლის პერისი უარყოფს გამოცემა TMZ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland ნახვის შემდეგ ვენები გადაიჭრა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

"თქვენი დედაც, მატყუარებო", - დაწერა პერისმა ტვიტერზე.

მედიაპლატფორმა Sky News-თან საუბარში ჯექსონების ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ პერისს თვითმკვლელობა არ უცდია. თუმცა, მას ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს პერისმა სოციალურ ქსელში მამის მიმართ გამოთქმული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

► მაიკლ ჯექსონის შვილი: მამაჩემის სახელის შებღალვას ვერ შეძლებენ

რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი ამოიღეს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად გახსნილ ვარსკვლავს პოლიცია გაძლიერებულად იცავს. ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული