Thumbnail

ნახეთ: Madlib-მა Mac Miller-ისა და Freddie Gibbs-ის უცნობი ტრეკები გააჟღერა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა, ოტის ჯექსონმა, ფსევდონიმით Madlib, ქალაქ სან დიეგოში გამართულ კონცერტზე 2018 წელს გარდაცვლილი რეპერის, მაკ მილერის უცნობი ტრეკი გააჟღერა. კომპოზიციაში ასევე მუსიკოსი Thundercat მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Bandana 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Flat Tummy Tea 

► ნახეთ: მაკ მილერის აქამდე უცნობი კადრები გავრცელდა 

იუთუბზე გავრცელებული ვიდეო მადლიბისა და ინდიანელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ფრედი გიბსის დღემდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციის ნაწყვეტსაც მოიცავს. ტრეკი, სავარაუდოდ, მათი ერთობლივი პროექტის, MadGibbs-ის მომავალ ალბომში Bandana შევა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში მადლიბმა განაცხადა, რომ მან მაქ მილერთან ერთად ალბომი ჩაწერა. რა ბედი ელის მუსიკოსების კოლაბორაციულ ნამუშევარს ჯერჯერობით უცნობია.

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის მდიდარი შემოქმედება ასამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ნიუ იორკელ რეპერთან, MF Doom-თან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Madvillain ალბომები, ასევე, მისი და ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას კოლაბორაციული ნამუშევრები გახლავთ. 2011 წლიდან მადლიბმა და რეპერმა ფრედი გიბსმა გაერთიანება MadGibbs დააარსეს. ამ ეტაპზე შემსრულებელი ძირითადად სწორედ ამ პროექტზე მუშაობს. ფსევდონიმის Madlib პარალელურად, არტისტი ალტერ ეგოთი Quasimoto მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული