Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ ჰოლივუდში ფრენკ სინატრას ჰიტები შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა ჰოლივუდში მდებარე ცნობილ ბარს Black Rabbit Rose ესტუმრა. დაწესებულებაში ყოფნისას მუსიკოსი მოულოდნელად წამოდგა და ბენდთან ერთად ლეგენდარული ფრენკ სინატრას სიმღერები Call Me Irresponsible და Fly Me To The Moon შეასრულა.

► ნახეთ: Lady Gaga ქართველი დიზაინერის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა

► Lady Gaga: მე და ბრედლიმ კარგად გაგაცურეთ

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს

9 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. წელს კი მუსიკოსმა ოსკარის ჯილდოს მოპოვებაც შეძლო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული