Thumbnail

ნახეთ: ციხიდან გათავისუფლების შემდეგ 21 Savage-მა პირველი კონცერტი გამართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შაია აბრაამ-ჯოზეფმა, ფსევდონიმით 21 Savage, პირველი კონცერტი ტექსასში გამართა. ახალგაზრდა მუსიკოსმა მსმენელის წინაშე 2016 წლის ჰიტები No Advance და No Heart, ასევე, 2018 წლის ალბომის I Am > I Was კომპოზიციები, მათ შორის A Lot შეასრულა.

► ნახეთ: 21 Savage გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

► ნახეთ: 21 Savage-მა და J.Cole-მა კომპოზიციაზე A Lot კლიპი გადაიღეს 

არტისტი თებერვლის დასაწყისში საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. როგორც გაირკვა, ის ბრიტანეთის მოქალაქეა, მშობლების დაშორების შემდეგ, 7 წლის ასაკიდან კი ატლანტაში ცხოვრობს. რეპერს ვიზის განახლება არაერთხელ მოუწია, თუმცა, 2006 წლიდან ამერიკაში არალეგალურად იმყოფება. 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ სევიჯი 100,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლეს.

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული