Thumbnail

ნახეთ: ხატია ბუნიათიშვილმა ბრიტნი სპირსისა და შერის სიმღერები შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი ფრანგულ ტელეარხს TMC სტუმრობდა. მუსიკოსმა გადაცემაში Quotidien ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ჰიტის Baby One More Time და შერის სიმღერის Strong Enough ნაწყვეტები შეასრულა. 

► მოუსმინეთ: ხატია ბუნიათიშვილმა ახალი ალბომი Schubert გამოუშვა

► ნახეთ: თბილისში ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი გაიმართა

► ნახეთ: ხატია ბუნიათიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავრცელდა

პიანისტმა გადაცემაში ასევე ახალი ალბომიდან Schubert ფრანც შუბერტის 21-ე საფორტეპიანო სონატის დასკვნითი ნაწილი Allegro ma non troppo შეასრულა. 

ხატიამ ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პიანისტად ითვლება. მას კონცერტები ისეთ ცნობილ დარბაზებში გაუმართავს, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი (ნიუ იორკი) და შანზ-ელიზე (პარიზი). 2016 წელს არტისტს მეცხრამეტე საუკუნის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის გერმანიის ხმის ჩამწერი აკადემიის პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო Echo Klassik გადაეცა. 2015 წელს ბუნიათიშვილმა ინგლისური ჯგუფის, Coldplay-ის სტუდიურ ალბომში A Head Full of Dreams შესულ კომპოზიციაზე Kaleidoscope იმუშავა. ამ ეტაპზე მუსიკოსი საფრანგეთში მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული