Thumbnail

ცნობილი გიტარისტი Dick Dale გარდაიცვალა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი გიტარისტი რიჩარდ ენტონი მონსური, სასცენო სახელით Dick Dale, 81 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ლაივ ბენდის ბასისტმა, სემ ბოლიმ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა.

დიქ დეილმა შემოქმედებითი კარიერა 1959 წელს დაიწყო. სერფ როკის მეფედ წოდებულმა არტისტმა სადებიუტო ალბომი Surfers' Choice 1962 წელს გამოსცა. მუსიკოსს პოპულარობა ამავე წელს ჩაწერილმა კომპოზიციამ Misirlou მოუტანა, რომელიც 1994 წელს ცნობილმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ საკულტო ფილმში "მაკულატურა" გამოიყენა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული