Thumbnail

Slash: ამ ჯგუფებმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტმა, სლეშმა ბრიტანულ გამოცემა Kerrang!-თან ინტერვიუში ის მუსიკალური ბენდები დაასახელა, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

► Slash-მა მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობის ისტორია გაიხსენა

► სლეში: Sweet Child O’ Mine არასდროს მომწონდა

"როკ-ენ-როლის მოსმენა ღრმა ბავშვობიდან ჯგუფების The Who, The Yardbirds და The Kinks დამსახურებით დავიწყე, რომლებიც მამაჩემსა და ბიძაჩემს უყვარდათ. მაშინ ქალაქ სტოკში ვცხოვრობდი. ამ ადგილს ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება", - თქვა შემსრულებელმა.

სლეშმა მუსიკალური კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის ცნობილი ბენდ Guns N' Roses-ში მოღვაწეობით გახდა. 2002 წელს არტისტმა სუპერჯგუფი Velvet Revolver ჩამოაყალიბა, რომელმაც 6 წელი იარსება. ცნობილმა გამოცემებმა Rolling Stone და Time ის ყველაზე დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელეს. 2012 წელს სლეში როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული