Thumbnail

ნახეთ: Ozuna-მ ჯიმი ფელონის შოუში Baila Baila Baila და Taki Taki შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პუერტორიკოელმა არტისტმა, Ozuna-მ ჯიმი ფელონის ღამის შოუში სიმღერები Baila Baila Baila და Taki Taki შეასრულა. პირველი კომპოზიცია მუსიკოსმა მიმდინარე წლის დასაწყისში გამოსცა, მეორე კი შარშან ფრანგ პროდიუსერთან, DJ Snake-თან და ამერიკელ არტისტებთან, სელენა გომესთან და Cardi B-სთან ერთად ჩაწერა.

ხუან კარლოს ოზუნა როსადომ შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი Odisea გაავრცელა. მომღერლის არაერთ კომპოზიციას იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Aura არტისტმა შარშან გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული