Thumbnail

ნახეთ: Red Hot Chili Peppers-მა პირამიდებთან Radiohead-ის Pyramid Song შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Red Hot Chili Peppers ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან კონცერტი გამართა. მუსიკოსებმა 20 სიმღერა, მათ შორის ჰიტები Californication და Snow (Hey Oh) შეასრულეს. შოუს დასასრულს, ბენდის გიტარისტმა, ჯოშ კლინჰოფერმა ინგლისური კოლექტივის, Radiohead-ის კომპოზიცია Pyramid Song იმღერა.

► ნახეთ: Red Hot Chili Peppers-მა ერთ-ერთ სკოლაში მოულოდნელად კონცერტი გამართა

► ნახეთ: Post Malone და Red Hot Chili Peppers გრემიზე საერთო პერფორმანსით წარდგნენ

Pyramid Song რედიოჰედის რიგით მეხუთე ალბომში Amnesiac შედის. ნამუშევარმა, რომელიც გაყიდვაში 2001 წელს ჩაეშვა, ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ Red Hot Chili Peppers-ის გარდა, პირამიდებთან კონცერტი ფრეკ სინატრას, შაკირას, სტინგსა და მერაია ქერის აქვთ გამართული. 

Red Hot Chili Peppers 1983 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს დღემდე 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტებმა ბილბორდის ალტერნატიული მუსიკის ჩარტის რეკორდიც მოხსნეს - სხვადასხვა დროს ჰიტ აღლუმს ბენდის 13 სინგლი ლიდერობდა. ჯგუფის ბოლო, რიგით მეთერთმეტე ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული