Thumbnail

კოლუმბიელი არტისტი ჯეი ბალვინი და იამაიკელი რეპერი შონ პოლი ახალ სინგლს Contra La Pared და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. 

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ არტისტს, განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. 

შონ პოლმა კი მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 2002 წელს გამოშვებულმა ალბომმა Dutty Rock მოუტანა, რომელსაც გრემის ჯილდო გადაეცა. რეპერის პოპულარულ ტრეკებად Got 2 Luv U და She Doesn't Mind ითვლება. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული