Thumbnail

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ახალი ტრეკი Tic Toc გამოაქვეყნა. ჩანაწერში კანადელი მუსიკოსი Tory Lanez მონაწილეობს. ნამუშევარი რეპერის მომავალ ალბომში The World Is Yours 2 შევა.

► მოუსმინეთ: Rich The Kid - 4 Phones 

► ნახეთ: Rich The Kid-მა ორკესტრთან ერთად სამი კომპოზიცია შეასრულა 

► ნახეთ: რეპერი Rich The Kid კომპოზიციის Mo Paper ვიდეორგოლს ავრცელებს 

Rich The Kid-მა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული