Thumbnail

ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კლიფორდ ჰარის უმცროსმა, სასცენო სახელით T.I., ახალი ტრეკი Playas Ball გამოაქვეყნა. ჩანაწერში ლეგენდარული კალიფორნიელი რეპერი Snoop Dogg მონაწილეობს, რომელმაც თიაისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: T.I-მ მოკრივე ფლოიდ მეივეზერი გადისა 

► ნახეთ: T.I. კომპოზიციის The Amazing Mr. Fuck Up კლიპს აქვეყნებს 

► ნახეთ: რეპერი T.I. კომპოზიციაზე The Weekend გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს 

T.I.-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული