Thumbnail

ნახეთ: Kay G ვიდეორგოლს "ფრენის რეჟიმზე" ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, მსმენელს ჩანაწერზე "ფრენის რეჟიმზე" გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ნამუშევრის პროდიუსერი მუსიკოსი ნიკა ალექსიძე, იგივე N.A გახლავთ. ტრეკი ქეი ჯის სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის, Apollo 11-ის ერთ-ერთი სინგლია.

► რეპერი Kay G სადებიუტო ჩანაწერს Apollo 11 ავრცელებს 

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის 26 ნოემბერს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული