Thumbnail

ნახეთ: Björk საკუთარი ალბომების ფერად კასეტებს გაავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საკუთარი ალბომების ფერად კასეტებს გაავრცელებს. სტუდიური ჩანაწერები Debut, Post, Homogenic, Vespertine, Medulla, Volta, Biophilia, Vulnicura, Utopia შეზღუდული რაოდენობით გაყიდვაში 26 აპრილს ჩაეშვება.

► Björk-მა ახალი საკონცერტო პროექტი Cornucopia დააანონსა

► ნახეთ: ბიორკმა ტელევიზიის ეთერში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად იმღერა

"თქვენთვის მორიგი სიურპრიზი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ალბომები შეზღუდული რაოდენობით კასეტებზე გამოიცემა", - წერს მუსიკოსი ტვიტერზე.

Debut

ფოტო: The Sound of Vinyl

Post

ფოტო: The Sound of Vinyl

Homogenic

ფოტო: The Sound of Vinyl

Vespertine

ფოტო: The Sound of Vinyl

Medúlla

ფოტო: The Sound of Vinyl

Volta

ფოტო: The Sound of Vinyl

Biophilia

ფოტო: The Sound of Vinyl

Vulnicura

ფოტო: The Sound of Vinyl

Utopia

ფოტო: The Sound of Vinyl

პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk მუსიკოსმა ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს SOU ფესტივალის ფარგლებში მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული