Thumbnail

ნახეთ: BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელიც ცნობილ შოუში SNL იმღერებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელიც ცნობილ ამერიკულ ღამის შოუში Saturday Night Live იმღერებს. 13 აპრილს ბიჭები გადაცემაში ორ კომპოზიციას შეასრულებენ. გადაცემის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ემა სტოუნი იქნება. 

► ნახეთ: BTS-მა ახალი ალბომის გამოშვება დააანონსა

► ჩრდილოეთ კორეაში BTS-ის მოსმენის გამო მამაკაცი დააკავეს

► ნახეთ: უემბლის სტადიონზე გასამართი BTS-ის კონცერტის ბილეთები 90 წუთში გაიყიდა

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული