Thumbnail

ნახეთ: New Order-ზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის მეორე ეპიზოდი

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა New Order დოკუმენტური სერიალის Transmissions მეორე ეპიზოდი გაავრცელა. ნამუშევარი კოლექტივის სადებიუტო ალბომზე Movement მუშაობის პროცესს ასახავს.

► ნახეთ: New Order-ზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდი

იუთუბზე გავრცელებულ მორიგ ორწუთიან ეპიზოდში ბენდის კლავიშისტი და გიტარისტი ჯილიან გილბერტი საუბრობს.

იან კერტისის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში, 1980 წლის ოქტომბერში Joy Division-ის წევრებმა ახალი ბენდი New Order შექმნეს. ფრონტმენის როლი გიტარისტმა, ბერნარდ სამნერმა მოირგო. 1981 წელს ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Movement გაავრცელა. არსებობის პირველ ეტაპზე კოლექტივი Joy Division-ისა და კერტისის ჩრდილქვეშ იყო მოქცეული, თუმცა, ჟღერადობაში ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ელემენტების შემოტანამ New Order-ს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პროექტად აქცია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული