Thumbnail

ესპანელი პოპმუსიკოსი ენრიკე იგლასიასი და პუერტორიკოელი ჰიპ ჰოპ არტისტი Jon Z ერთობლივ კომპოზიციას Despues Que Te Perdi და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. ტრეკის ავტორები თავად მუსიკოსები არიან.

► ნახეთ: ენრიკე იგლესიასი და მისი 6 თვის შვილი ზღვაში ერთობიან

ენრიკე იგლესიასმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 170 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. მომღერალ ხულიო იგლესიასის უმცროს შვილს კარიერის განმავლობაში არაერთი გრემის ჯილდო აქვს მიღებული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Bailando, Hero და Bailamos მოუტანა. 2011 წელს ვარსკვლავი საქართველოს სტუმრობდა. მან კონცერტი ბათუმში გამართა. 

ჯონათან კინიონესმა, სასცენო სახელით Jon Z, თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი JonTrapVolta ორი წლის წინ შესთავაზა. მუსიკოსს ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Viajó Sin Ver და Nunca Me Amó მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული