Thumbnail

ნახეთ: რეპერ 2 Chainz-ის ძვირფასეულობის კოლექცია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz, მამაკაცებისთვის განკუთვნილი გამოცემის, GQ-ს ერთ-ერთი ვიდეორუბრიკის სტუმარი გახლდათ. რეპერმა ძვირფასეულობის, საათების, ყელსაბამებისა და ბეჭდების საკუთარი კოლექცია წარმოგვიდგინა. 

► 10 ჰიპ ჰოპ არტისტი ძვირადღირებული სამკაულებით

თრეფ მუსიკოსმა 1 მარტს გაყიდვაში რიგით მეხუთე ალბომი Rap Or Go To The League ჩაუშვა.

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. მოგვიანებით არტისტმა სასცენო სახელი შეიცვალა, 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა და სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. რეპერის დისკოგრაფია 4 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove და G.O.O.D Music-ის კომპილაციურ ნამუშევარს Cruel Summer აერთიანებს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული