Thumbnail

ლონდონის ავტობუსებიდან მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერ ბანერებს ჩამოხსნიან

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლონდონის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებიდან და გაჩერებებიდან ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერ ბანერებს ჩამოხსნის.

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

► ჯექსონის სიმღერები ეთერიდან კანადურმა და ახალზელანდიურმა რადიოებმაც ამოიღეს

► ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჯექსონის ვარსკვლავს პოლიცია იცავს

ბანერები წარწერით "ადამიანები ტყუიან, ფაქტები - არა. ჯექსონი უდანაშაულოა." პოპვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა გასულ კვირაში არტისტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერის შემდეგ შეუკვეთეს, თუმცა, ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში მათმა გამოჩენამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ამის გამო დიდი ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ მათი ჩამოხსნა გადაწყვიტა. შესაბამისი განცხადება BBC Radio 1-ის ეთერში გაკეთდა. 

მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერი ბანერები ლონდონში

რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაიკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული