Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ქუინსი ჰენლი, ფსევდონიმით ScHoolboy Q, მსმენელს სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კალიფორნიელმა რეპერმა ახალი კომპოზიცია Numb Numb Juice გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, ტრეკი მუსიკოსის მომავალი ალბომის პირველი სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

► ScHoolboy Q-ს ახალი ალბომის 90-95 % მზადაა 

► მოუსმინეთ: The Alchemist - Fork In The Pot Ft. Conway, Westside Gun & ScHoolboy Q 

► მოუსმინეთ: 21 Savage - Good Day Ft. ScHoolboy Q & Project Pat 

სქულბოი ქიუმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპით ScHoolboy Turned Hustla დაიწყო. 2011 წელს კი მსმენელებს სადებიუტო ალბომი Setbacks შესთავაზა, რომელიც ლეიბლზე Top Dawg Entertainment გამოიცა.

ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ქრიფსის" წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ალბომით Oxymoron გაიცნო. ნამუშევარი, რომელსაც დისტრიბუცია და პრომოუშენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლეიბლმა Interscope გაუწია, ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ორი წლის შემდე გაყიდვაში რეპერის დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Blank Face ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული