Thumbnail

კანადელი მუსიკოსი ლიდია ეინსვორთი ახალ სინგლს Tell Me I Exist ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის მომავალ ალბომში Phantom Forest შევა, რომელიც გაყიდვაში 10 მაისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 9 სიმღერა იქნება წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ, მომღერალმა თაყვანისმცემლებს მომავალი ნამუშევრის ერთ-ერთ ტრეკზე Can You Find Her Place გადაღებული ვიდეოკლიპიც შესთავაზა.

► ნახეთ: Lydia Ainsworth - Can You Find Her Place

ლიდიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო, 2014 წელს კი თაყვანისცემლებს სადებიუტო ალბომი Right from Real შესთავაზა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Malachite და The Road მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული