Thumbnail

ბრიტნი სპირსის სიმღერები ბროდვეის ახალ მიუზიკლში გაჟღერდება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბროდვეიზე ახალი მიუზიკლის Once Upon a One More Time დადგმა იგეგმება, რომელშიც ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის 23 სიმღერა გაჟღერდება. სპექტაკლში მაყურებელი ზღაპრის ცნობილ გმირებს, მათ შორის ფიფქიას, რაპუნცელსა და კონკიას იხილავს.

► ნახეთ: Britney Spears-ის ჰიტი Toxic გუნდის შესრულებით

► ნახეთ: Britney Spears-მა რეპეტიციაზე გადაღებული ცეკვის კადრები გაავრცელა

► ნახეთ: Britney Spears-მა მისი ახალი სუნამოს სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა

"აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი სიმღერები ბროდვეის მიუზიკლში გაჟღერდება. განსაკუთრებით მახარებს, რომ წარმოდგენაში ის პერსონაჟები გამოჩნდებიან, რომელთა თავგადასავლებზეც ვიზრდებოდი. ჩემი ოცნება ახდა", - განაცხადა ბრიტნიმ. 

სპექტაკლს რეჟისორი კრისტიან ჰენგი დადგამს. ქორეოგრაფიაზე მოცეკვავეთა წყვილი Keone & Mari იმუშავებს. მიუზიკლის პრემიერა წელს ჩიკაგოში შედგება. ბროდვეიზე მისი ნახვა კი 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული