Thumbnail

The Prodigy-ის ჰიტის Firestarter ჩარტების სათავეში დასაბრუნებლად კამპანია დაიწყო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ელექტრონული ჯგუფის, The Prodigy-ის ვოკალისტის, კით ფლინტის გარდაცვალების შემდეგ, კოლექტივის თაყვანისმცემლებმა კოლექტივის ჰიტის Firestarter ჩარტების სათავეში დასაბრუნებლად ფეისბუქზე კამპანია დაიწყეს. ამ დროისთვის სიმღერა ბრიტანულ ჰიტ აღლუმში 57-ე ადგილს იკავებს.

► ექსპერტიზამ The Prodigy-ის ვოკალისტის, კით ფლინტის სიკვდილის მიზეზი დაასახელა

"თვითმკვლელობისა და მენტალური პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერება უნდა ავამაღლოთ. ამისთვის საუკეთესო გზა კითისა და მისი ჰიტის მეინსტრიმში დაბრუნებაა. თუ ჩანაწერის შესაძენად თანხა არ გაქვთ, გთხოვთ, კომპოზიციას Spotify-ზე ან Deezer-ზე ხშირად მოუსმინოთ, რადგან ჩარტებში ეს მონაცემებიც აისახება", - წერია კამპანიის აღწერაში.

კით ჩარლზ ფლინტი The Prodigy-ის 1990 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის მოცეკვავე იყო, თუმცა, ჯგუფის 1996 წლის ჰიტებში Firestarter და Breathe ვოკალისტის როლში მოგვევლინა.

ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კოლექტივმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიური ტურნე დაასრულა, მომავალ თვეში კი The Prodigy-ის კონცერტები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო. ამის გარდა, ზაფხულში მუსიკოსების გამოსვლა რამდენიმე ევროპულ ფესტივალზეც იგეგმებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული