Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ნიშნობის ფოტოებს ავრცელებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე ნიშნობის ფოტოსურათები გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ არტისტი ბეისბოლის ყოფილ ვარსკვლავზე, ალექს როდრიგესზე დაინიშნა. ალექსმა ჯენიფერს ხელი ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობის დროს სთხოვა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაინიშნენ

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ფილმისთვის სტრიპტიზის ცეკვას სწავლობს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ელვის პრესლის ჰიტი Heartbreak Hotel იმღერა

წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება. როგორც ცნობილია, როდრიგესმა საქორწინო ბეჭედში მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული