Thumbnail

ნახეთ: The Good, the Bad & the Queen-მა სიმღერაზე The Truce of Twilight კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული სუპერჯგუფი The Good, the Bad & the Queen სიმღერაზე The Truce of Twilight გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია კოლექტივის ახალ ალბომში Merrie Land შედის, რომელიც გაყიდვაში 16 ნოემბერს ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლი სამი iPhone-ით არის გადაღებული.

► ნახეთ: The Good, the Bad & the Queen-მა კომპოზიციაზე Lady Boston კლიპი გადაიღო

► ნახეთ: The Good, the Bad & the Queen - Gun To The Head

სუპერჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც Blur-ისა და Gorillaz-ის დეიმონ ალბარნი, The Clash-ის პოლ სიმონონი, The Verve-ის საიმონ ტონგი და ტონი ალენი, იგივე Fela Kuti შედიან, 2005 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბენდს ოფიციალური სახელწოდება დღემდე არ აქვს. The Good, the Bad and the Queen მუსიკოსების ერთადერთი ალბომის სახელია და კოლექტივს მედია სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული