Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. ჯგუფ "არას" კონცერტი "ბარი-ბარში"

22 მარტი (პარასკევი)

პარასკევს "ბარი-ბარში" კონცერტს პოპულარული ქართული ჯგუფი "არა" გამართავს. ღონისძიება ბენდის ვოკალისტის, ზურა ჯავახიას დაბადების დღეს ეძღვნება. "არა" 2012 წელს შექმნილი პროექტია, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "როკსტარი", "გამოცდები", "კი" და "მსხალი" მოუტანა. 

4. BASSIANI / HOROOM: DJ Stingray | Helena Hauff | Ndrx | Kancheli | Mercurrio | Givi Gelashvili

22 მარტი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" დეტროიტელ არტისტს, DJ Stingray-ს და ჰამბურგელ დიჯეისა და პროდიუსერს, Helena Hauff-ს მასპინძლობს. მათ გარდა კლუბის მთავარ სცენაზე Ndrx და Kancheli დაუკრავენ. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Mercurrio და Givi Gelashvili წარდგებიან.

3. Jazzanova და Super Flu "რესპუბლიკაში"

23 მარტი (შაბათი)

23 მარტს მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" გერმანული ჯგუფის, Jazzanova-ს კონცერტი გაიმართება. ნიუ ჯაზისა და ჯაზ ჰაუსის შემსრულებელი კოლექტივი მსმენელთა წინაშე ახალი ალბომით The Pool წარდგება. მათთან ერთად ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გერმანული ელექტრონული პროექტის, Super Flu-ს მოსმენა შეეძლებათ.

2. Mtkvarze: Anna Haleta | Ash | Karina | Lasha Maruashvili | Gio Shengelia

23 მარტი (შაბათი)

შაბათს "მტკვარზე" კლუბის რეზიდენტს Anna Haleta-ს მასპინძლობს. წარმოშობით უკრაინელი დიჯეი ისრაელის ელექტრონული სცენის პიონერია. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე Ash და Karina წარდგებიან. კლუბის პატარა ოთახში კი Lasha Maruashvili და Gio Shengelia დაუკრავენ. 

1. Vodka Vtraiom და "მთვარის დაბნელება" ბარ "კრეატორში"

24 მარტი (კვირა)

24 მარტს Creator Bar-ში მსმენელთა წინაშე პროტოევროპული კონცერტით ქართული ჯგუფები Vodka Vtraiom და "მთვარის დაბნელება" წარდგებიან. მათი ერთობლივი ტურნე სახელწოდებით "ქართული უკულტურობის დღეები ევროპაში" გერმანიასა და ბელგიაში ჩატარდება. ლაივები 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ოთხ ქალაქში გაიმართება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული