Thumbnail

ექსპერტიზამ The Prodigy-ის ვოკალისტის, კით ფლინტის სიკვდილის მიზეზი დაასახელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, The Prodigy-ის ვოკალისტის, კით ფლინტის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სასამართლო ექსპერტიზამ თვითმკვლელობა დაასახელა. 49 წლის მუსიკოსმა 4 მარტს თავი ჩამოიხრჩო. პოლიციამ ცხედარი ესექსის საგრაფოში, არტისტის სახლში აღმოაჩინა.

► The Prodigy-ს ვოკალისტი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

კით ჩარლზ ფლინტი The Prodigy-ის 1990 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის მოცეკვავე იყო, თუმცა, ჯგუფის 1996 წლის ჰიტებში Firestarter და Breathe ვოკალისტის როლში მოგვევლინა.

ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კოლექტივმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიური ტურნე დაასრულა, მომავალ თვეში კი The Prodigy-ის კონცერტები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო. ამის გარდა, ზაფხულში მუსიკოსების გამოსვლა რამდენიმე ევროპულ ფესტივალზეც იგეგმებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული