Thumbnail

Justin Bieber: ჩემთვის ილოცეთ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამზე რეპერ ქანიე ვესთთან და მენეჯერ სკუტერ ბრაუნთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა. სურათის აღწერაში არტისტი თაყვანისმცემლებს საკუთარ დეპრესიაზე ესაუბრა და სთხოვა, მისთვის ელოცათ.

► ჯასტინ ბიბერი: სექსისგან თავის შეკავებამ ღმერთთან დამაახლოვა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში

► ფოტოგალერეა: Justin Bieber-მა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

"ბევრი ბრძოლა მიწევს. თავს სამყაროსგან მოწყვეტილად და უცნაურად ვგრძნობ... ამისგან თავის დაღწევას ყოველთვის ვახერხებ, ასე რომ, არ ვნერვიულობ. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, რომ ჩემთვის ილოცოთ. ღმერთი მარტო არავის ტოვებს და მჯერა, რომ თქვენი ლოცვები ნამდვილად იმოქმედებს. დიდი მადლობა", - დაწერა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, კანადელი მომღერალი დეპრესიას მრავალი წელია ებრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, მან თებერვალში ფსიქოთერაპევტს მიმართა.

ჯასტინ დრიუ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული