Thumbnail

კომპანია The Walt Disney-მ კანადური ინდი როკ ჯგუფის, Arcade Fire-ის კომპოზიცია Baby Mine გაავრცელა. სიმღერა ტიმ ბარტონის ფილმის, Dumbo-ს ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. ნამუშევრის ვიდეოში სწორედ ამ კინოსურათის კადრებია გამოყენებული.

► ნახეთ: ჯგუფმა Arcade Fire სიმღერაზე Peter Pan კლიპი გადაიღო

Baby Mine 1941 წლის ანიმაციური ფილმისთვის "დამბო" დაიწერა. მაშინ სიმღერა ბეტი ნოისმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მულტფილმის კინოეკრანიზაციის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 მარტს შედგება.

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, ვინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. შარშან, 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული