Thumbnail

ნახეთ: Newa კომპოზიციაზე Race Me შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ანა კუბლაშვილი, სასცენო სახელით Newa, კომპოზიციაზე Race Me შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. მუსიკალური რგოლის ავტორი გერმანული სტუდიის The29nov Films ერთ-ერთი დამაარსებელი სებასტიან კიოკოვია.

► მოუსმინეთ: ქართველმა არტისტმა Newa-მ კომპოზიცია Easy გაავრცელა

ტრეკი კომპილაციურ ალბომში Red Georgia Vol. 1 შევა, რომელიც მარტში ფრანგულ ლეიბლზე RED REC გამოიცემა.

Newa კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე არტისტია, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა. ანა კუბლაშვილმა სადებიუტო ჩანაწერი Away From Mind 2012 წელს გერმანულ Subspiele Records-ზე გამოუშვა. 2013 წელს მისმა რელიზმა AC ელექტრონავტების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2016 წელს ტრეკი Black Eyebrows Are Indifferent ლეიბლზე Bassiani Records ისეთი არტისტების კომპოზიციებთან ერთად გამოიცა, როგორებიც არიან Abdulla Rashim და Varg. ამავე წელს მუსიკოსმა ქართულ ლეიბლთან Icontrax დაიწყო თანამშრომლობა. 2017 წელს მისი ნამუშევრები ცნობილ ლეიბლებზე Klockworks და Semantica გამოვიდა. 2018 წლის ოქტომბერში კი არტისტმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალში Amsterdam Dance Event (ADE) მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული