Thumbnail

შემოქმედებითმა გაერთიანებამ LTFR პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ დუეტის, KayaKata-ს ახალი კომპოზიცია Hood Tennis გამოაქვეყნა. "კატების" ჩანაწერში ახალგაზრდა ნიუ იორკელი რეპერი HAWA მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალი კი ტრადიციულად SABANADZE-ს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: KayaKata - სითბოს Ft. SevdaHikari 

► მოუსმინეთ: KayaKata - Yoda Ft. ჯერონიმო 

ჩანაწერი მაქსიმე მაჩაიძისა და ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო ალბომის "სადაა" სინგლია. სტუდიურ ნამუშევარს მუსიკოსები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში გამოუშვებენ. ჯგუფი ასევე ახალ ვიდეორგოლს იღებს.

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. 2017 წლის ზაფხულში მუსიკოსებმა სადებიუტო მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული