Thumbnail
ფოტო: გელა ტაბაშიძე

ნახეთ: ანსამბლი "ურმული" The Pink Panther-ის საუნდტრეკს ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ანსამბლმა "ურმული" საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" პოპულარული ანიმაციური სერიალის, The Pink Panther-ის საუნდტრეკი შეასრულა. მუსიკალური თემის ავტორი ლეგენდარული ამერიკელი კომპოზიტორი ჰენრი მანჩინია.

კვინტეტი "ურმული" 1993 წელს ნუგზარ ქავთარაძემ ჩამოაყალიბა. მუსიკოსებს ამ დრომდე 7 სტუდიური ნამუშევარი აქვთ გამოცემული, მათ შორის ერთი პოლონურ ჯგუფთან, Trebunie-Tutki-სთან ერთად. ანსამბლის შემოქმედება ქართულ ტრადიციულ საკრავიერ მუსიკას, პოლიფონიასა და საავტორო ნაწარმოებებს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული