Thumbnail

ნახეთ: JPEGMAFIA ვიდეორგოლს Puff Daddy ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი ბერინგტონ ჰენდრიქსი, ფსევდონიმით JPEGMAFIA, მსმენელს 2018 წლის ნოემბერში გავრცელებულ კომპოზიციაზე Puff Daddy გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი ელექტრონული მუსიკოსი Kenny Beats გახლავთ.

► მოუსმინეთ: JPEGMAFIA - Hate You Ft. Health 

► რეცენზია: JPEGMAFIA - Veteran 

ბალტიმორელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 2 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 3 ალბომს აერთიანებს. მათგან ყველაზე დიდი მოწონება 2018 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Veteran მოიპოვა, რომელიც არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული