Thumbnail

რეცენზია: Sharon Van Etten - Remind Me Tomorrow

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

2014 წელს მეოთხე სტუდიური ჩანაწერის Are We There გამოცემის შემდეგ შერონ ვან ეტენმა სამსახიობო კარიერა წამოიწყო, ფსიქოლოგის დიპლომს დაეუფლა, რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი შექმნა და პირველი შვილი გააჩინა. მარტივად მისახვედრია, რომ მუსიკოსს ამ დროის განმავლობაში ბევრი სათქმელი დაუგროვდა. ახალ ალბომში Remind Me Tomorrow არტისტი სწორედ მისი ცხოვრების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ ემოციებზე მოგვითხრობს.

ცვლილებები შერონის ნამუშევრების ჟღერადობამაც განიცადა. ფოლკისა და ინდი როკის ჟანრებში მოღვაწე არტისტს სინთეზატორები ასეთი დიდი დოზით აქამდე არასდროს გამოუყენებია. ალბომში შესულ საუკეთესო კომპოზიციებს გამორჩეული ეფექტურობა სწორედ ამ ინოვაციამ შესძინა. კომპოზიციის Memorial Day მოსმენის შემდეგ ნათელი ხდება, რომ შერონის ექსპერიმენტმა სრულად გაამართლა. Roland-ის მარკის სინთეზატორზე Jupiter 4 შესრულებული, ამავე სახელწოდების სიმღერა კი მუსიკოსის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. სენტიმენტებით სავსე ჩანაწერში დაძაბულობისა და შინაგანი სიცარიელის ასეთი სიმძაფრით გადმოცემა ხშირ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ალბომში ატმოსფერული ჟღერადობის ტრეკებთან ერთად როკ ბალადებიც გვხვდება. შერონის შემოქმედება დიდწილად წარსულის ემოციურმა ტრავმებმა და დანგრეულმა ურთიერთობებმა განსაზღვრა, SeventeenNo One’s Easy to Love და სხვა კომპოზიციები კი მიგვანიშნებს, რომ მუსიკოსმა საკუთარი დემონების ტყვეობაში დარჩენის ნაცვლად, მათზე გამარჯვება და ცხოვრების გაგრძელება ისწავლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული